ზეარის ფილოსოფია

არაფერია შეუძლებელი, თუ ყველა ფიქრზე ზე არის ფიქრი ჩვენი ცხოვრების მიზანსა და არსზე! ასეთ ფიქრს უცილობლად მივყავართ სინანულამდე, რომელიც ყოველთვის გვათქმევინებს, რომ მეტად გვმართებდა ერთმანეთის სიყვარული! ამგვარ დანანებას კი მოაქვს სიხარული, რომელიც ყველა სიხარულზე ზე არის! მხოლოდ სიყვარულზე და სიკეთეზე ფიქრს შეუძლია ამ სიხარულის გამოწვევა...  სიყვარულითა და სიკეთით გაძლიერებულისთვის კი არაფერია შეუძლებელი!

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი კომპანია სახელწოდებით „ზეარის“ -  2012 წელს დაარსდა; თუმცა გზას, რაც ამ დრომდე გავიარეთ, მოსამზადებელი პერიოდი შეიძლება ვუწოდოთ. პერიოდი, როცა ყალიბდებოდა ჩვენი პროდუქტის იდეალური ფორმა და შინაარსი. სამი წელი მოვანდომეთ იმას, რომ შეგვერჩია საუკეთესო კადრები ჩვენი კომპანიისთვის. პროფესიონალი და გამოცდილი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი ისეთი ტრადიციული წარმოების ჩამოყალიბებას შეუდგა, როგორიც არის განსაკუთრებული ყურძნის ჯიშებისგან მიღებული ღვინისა და ჭაჭის წარმოება. ჩვენ შევაჯამეთ მრავალწლიანი გამოცდილება და თავი მოვუყარეთ ყველა იმ ცოდნას, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა შეგვექმნა ეს უნიკალური პროდუქტი. სიხარულით გვსურს შეგატყობინოთ ისიც, რომ ჩვენი პროდუქტის შექმნაზე, მის უნიკალურობასა და დახვეწილობაზე ფასდაუდებელი შრომა გაწიეს მეცნიერ-ტექნოლოგებმა და პრაქტიკოს-ტექნოლოგებმა, რომელთაც სათავეში ბატონი ლადო უზუნაშვილი უდგას. ურთიერთობა ღვინის ტექნოლოგიების და ღვინის წარმოების ისეთ მეტრთან, როგორიც ბატონი ლადოა, ჩვენთვის დიდი პატივია.

 

ჭაჭა

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ვაზისა და ღვინის სამშობლოში ყურძნისგან მიღებული ნატიფი ჭაჭა, როგორც მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა და ვაზისადმი ქართველი კაცის სათუთი და დარდიანი დამოკიდებულების უნიკალური შედეგი, დღეს მსოფლიოში სხვა ბრენდების გვერდით არ დგას. უფრო მეტიც, საერთოდ წარმოჩენილიც კი არ არის ბაზარზე იმ დროს, როდესაც არა თუ ჩამოუვარდება, არამედ უმეტესიც კი არის მათზე,

პატივი გვაქვს სიხარულით გამცნოთ, რომ ხელს ვკიდებთ უაღრესად საპასუხისმგებლო და საამაყო საქმეს, რომელიც მიზნად ისახავს ზემოხსენებული ძვირფასი სასმელის დამკვიდრებას მსოფლიოს უძვირფასეს ბრენდებს შორის.

თქვენი თანამდგომა ჩვენთვის ფასდაუდებელია, რაც დიდად გვავალდებულებს.

როგორც ყველა სხვა ალკოჰოლური სასმელი, ჭაჭის არასწორი გამოყენება ზიანს აყენებს ორგანიზმს. პირველ რიგში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალკოჰოლს ახასიათებს ალკოდამოკიდებულება. დაუშვებელია ინდივიდუალური აუტანლობისას, ალერგიისას, არასრულწლოვანებისათვის, ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის, წყლულოვანი დაავადებისას, ფსიქიური აშლილობისას, გულ–სისხლძარღვთა მწვავე და ონკოლოგიური დაავადებების დროს.

როგორ უნდა მივირთვათ ჭაჭა, რომ მან სარგებელი მოგვიტანოს? ექსპერტებმა და ენოლოგებმა გვირჩიეს, რომ არ მივირთვათ ჭაჭა ერთი ამოსუნთქვით, არამედ ნელ-ნელა 20-30 გრამობით. მით უფრო, როცა საქმე ზეარის ჭაჭას ეხება, რათა ყველა სასარგებლო თვისებასთან ერთად შევიგრძნოთ ჩვენს სასმელში თავმოყრილი უძველესი ქართული საუკეთესო ტრადიციების თანამედროვეობასთან შერწყმა და სინთეზი.  

ზეარის ჭაჭა

ჭაჭა  უმეტესია, ვიდრე სხვა ალკოჰოლური სასმელები. ჩვენთვის ჭაჭა ყველა სპირტიან სასმელზე ზე არის, რადგანაც ვაზისა და ღვინის სამშობლოდ აღიარებულ ქვეყანაში ვღებულობთ ჩვენ ამ პროდუქტს და ვიყენებთ გამოხდის უნიკალურ მეთოდიკას, ხოლო ამ მეთოდიკის საიდუმლო ნაწილი კი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოხდეს უძველესი ქართული ტრადიციისა და თანამედროვეობის განუმეორებელი სინთეზი სწორედ ჩვენს პროდუქტში - ზეარის ჭაჭაში. ჩვენი კომპანიის ზეარის პროდუქტი მზადდება საფერავის უნიკალური ჯიშის ყურძნისგან და ამავდროულად, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ზეარის ჭაჭა დასაბამს იღებს თვალსაჩინოდ გადარჩენილი და დაბრძენებული ვენახების ვაზის ჯიშებიდან, როგორებიცაა: ბებერი  მწვანე  და  რქაწითელი.

ჭაჭის  წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ქართველი ხალხის ინტელექტუალური  საკუთრებაა, ამიტომ ამ უძველესი ტრადიციის გაგრძელება ჩვენ უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს  და მზად ვართ მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ  ზემოაღნიშნული უკეთილშობილესი საქმის განვითარებასა და აღორძინებაში.

ჩვენი ტექნოლოგიის საიდუმლოება სწორედ უძველესი ტრადიციისა და თანამედროვეობის შეხამების პროცესსა და სტილში იმალება. გაგვაჩნია ისეთი ექსკლუზიური ინფორმაცია ჭაჭის წარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს პროდუქტს ჰაეროვანს, უსუფთავესს და სურნელოვანს ხდის. ჩვენ მას ვაწარმოებთ დედამიწის იმ წერტილში, რომელიც გამოირჩევა ეკოლოგიური განსაკუთრებულობით, დედამიწის ისეთ წერტილში, რომელსაც ერთი მხრიდან კავკასიონის მთები დაჰყურებენ და შთაბერავენ ჰავას გამორჩეულ სისუფთავეს, მეორე მხრიდან კი ქრის ჰაერი, რომელიც გაჯერებულია თითქოსდა ვენახების, ვაზის და ღვინისთვის სპეციალურად  შექმნილი იმ აუცილებელი ბუნებრივი შემადგენლობით, რომელიც სწორედაც რომ განსაკუთრებულ თვისებებს სძენს ჩვენს ვენახებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზეარის პროდუქტის წარმოების ადგილი საინტერესოდ ემთხვევა ადგილს, რომელიც ცნობილია როგორც მსოფლიო კულტურათა გზაჯვარედინი. ადგილი, რომელსაც ნეკრესი ჰქვია. ეს ფაქტი კი ჩვენ, როგორც ქართველებს და მწარმოებლებს, მეტ პასუხისმგებლობას გვძენს.

 

დაგემოვნება

ზეარის ჭაჭას მსუბუქად დაჰკრავს კაკლეულისა და თაფლის არომატები. ოდნავ საგრძნობი სიმწკლარტე ჰაერთან კონტაქტისას იკარგება და ამჟღავნებს თეთრი ყვავილებისა და სანელებლების არომატს. ყვავილები და კაკლეული აშკარადაა გამოხატული სასიამოვნო ხანგრძლივობით დამახასიათებელ გემოზე. სხეულიც, შესაბამისად, ხავერდოვანი და ჰარმონიულია.

ზუსტად არავინ იცის, თუ როდის ვისწავლეთ ქართველებმა ჭაჭის გამოხდა. თუმცა, ცხადია, პირველი ქართული მაღალ ალკოჰოლური სასმელი ჭაჭისგან უნდა გამოხდილიყო; ჭაჭა იწარმოება მხოლოდ და მხოლოდ ყურძნიდან.

ჩვენი წინაპრები   ჭაჭას  არამარტო სახალისოდ, არამედ სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნითაც იყენებდნენ. ამდენად, ჭაჭას რამდენიმე მონასტერშიც ამზადებდნენ და შემდეგ, რეცეპტებს საუკუნეების მანძილზე ხვეწდნენ. ჭაჭის სამკურნალო მიზნით მიღების ტრადიცია დღემდე შემოგვრჩა, ხაზგასმით კი - სოფლად.

ზეარის მინა

ჩვენი ჭურჭელი, როგორც ჩვენი პროდუქტის ყველა სხვა დანარჩენი დეტალი, ხელთნაკეთია. იგი მხოლოდ ხელით იძერწება და არ არსებობს მისი მექანიზირებულ-კონვეირული წარმოება. მისი შექმნისა და გამოძერწვის პროცედურა ტრადიციული და მრავალსაუკუნოვანია. შუშის ხელით წარმოების ეს ტრადიცია იმდენად სრულყოფილია, რომ სწორედ ამგვარი შრომა თუ შეძლებდა ასეთი ნატიფი ჭურჭლის შექმნას. ჩვენ არ ვუწოდებთ მას უბრალოდ ბოთლს, რადგანაც იგი ყველა ბოთლზე ულამაზესი ქმნილებაა და ამიტომაც ვუწოდებთ ზეარის ჭაჭის ჭურჭელს. ჭურჭელი ორი ნაწილისგან შედგება: პირველ ნაწილში გამოძერწილ ყურძნის მტევანში სიმბოლურად არის ჩაღვენთილი ქართული უნიკალური ჯიშის ყურძნისგან მიღებული ღვინის წვეთები, მეორე ნაწილში კი - სწორედ იგივე ყურძნისა და ღვინისგან გამოხდილი ჭაჭა, რომლითაც თქვენ მოილხენთ.

ზეარის სასმისები

ყოველი ჩვენი სასმისი ხელთნაძერწია და მათ მტევნებში არსებული სითხე საყინულეში მოთავსებისას იყინება. ჩვენი სასმისი საშუალებას მოგცემთ მაცივრიდან გამოღების შემდეგაც 2-3 საათის განმავლობაში სასმელი ცივად მიირთვათ.

კოქტეილები

ზეარის ველური

 

შემადგენლობა:

  • სიროფი ტყის თხილი
  • ზეარის ჭაჭა

 

ხასიათი/სადეგუსტაციო ნოტა:

ველური თხილის გემო და ჭაჭის მსუბუქი არომატი;

ორივე შემადგენლობა კარგად ეხამება ერთმანეთს.

 

 

ზეარის სუმი

 

შემადგენლობა:

  • მარაკუაიას წვენი
  • კურასაუ ბლუ
  • ზეარის ჭაჭა

 

ხასიათი/სადეგუსტაციო ნოტა:

თავიდან გვაგრძნობინებს თავის ხასიათს "ზეარის", შემდეგ "კურასაოს" ფორთოხლის ნოტას და ბოლოს -  მარაკუიას ნექტარს...

იდეალური გამა საღამოს დასაწყებად.

ზეარის ფერი

 

შემადგენლობა:

  • ლიქიორი "კურასაო ბლუ" 
  • ჭაჭა  "ზეარის" 

 

სადეგუსტაციო ნოტა:

თქვენი საღამოს დასაწყისი..

ზეარის ყავა

 

შემადგენლობა:

  • ყავის ლიქიორი "კალუა"
  • ზეარის ჭაჭა

 

ხასიათი/სადეგუსტაციო ნოტა:

ისმევა ნელ-ნელა  ყავის გულის  სიღრმიდან კეთილშობილი ღვინის თაიგულამდე. 

ზეარის შუშხუნა

 

შემადგენლობა:

  • ჟოლოს ლიქიორი 
  • შამპანიური 
  • ფორთოხლის ცედრა
  • ზეარის ჭაჭა

 

ხასიათი/სადეგუსტაციო ნოტა: 

შუშხუნა და ეგზოტიკურად მომჟავო გემო უნაზესი ფორთოხლის არომატით. 

ზეარის ჰორიზონტი

 

შემადგენლობა:

  • ლიქიორი Triple sec
  • ზეარის ჭაჭა 
  • ბეილისი 

 

ხასიათი/სადეგუსტაციო ნოტა

ტკბილი..  კოქტეილის ეს სახეობა ქალბატონებს უფრო მოსწონთ, თუმცა მამაკაცებიც არ ამბობენ უარს. 

არომატების ფერებს ჰორიზონტს ვუწოდებთ.

Только Для Тебя

მხოლოდ შენ ერთს

Only for You

В заключительной части конкурса Мировых Инновационных Напитков проведенного 11 ноября  2015года Грузи

Georgian Company ZEARIS was announced the Winner in the final part of the world's Innovative Beverage

2015 წლის 11 ნოემბერს  გამართულ მსოფლიოს  ინოვაციური სასმელების კონკურსის დასკვნით ნაწილში  ქართული კ

 

Pages

if you are already 18 years old

Please click mouse button on zearis coin

Yes No